logo_geo
„მატარებელი არ დაიძვრება, სანამ მიხეილ სააკაშვილი ვაგონს არ დატოვებს“
- +

10 სექტემბერი. 2017. 15:21


„მატარებელი არ დაიძვრება ადგილიდან, სანამ მიხეილ სააკაშვილი ვაგონს არ დატოვებს", - აღნიშნული ინფორმაცია იულია ტიმოშენკომ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.


საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით კი, აღნიშნული ბრძანება უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გასცა.  სააკაშვილის შეფასებით, ეს არის პეტრო პოროშენკოს მიერ იმ მგზავრების მძევლად აყვანა, ვინც მასთან ერთად მგზავრობს.


ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში პშემისლიდან „ინტერსითის" მატარებლით ჩასვლას გეგმავს.


 

big_banner
არქივი