logo_geo
ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს „თალიბანის“ იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ
- +

27 მარტი. 2018. 13:20



ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო ურთიერთობების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ავღანეთის საკითხზე გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე, სახელწოდებით „სამშვიდობო პროცესი, თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და რეგიონალური თანამშრომლობის სფეროში", განაცხადა, რომ ევროკავშირი სანქციების სიიდან ამოიღებს მოძრაობა „თალიბანის" იმ წევრებს, რომლებიც სამშვიდობო პროცესს მხარს დაუჭერენ.


მოგერინის თქმით, „თალიბანმა" უნდა გამოავლინოს გამბედაობა და მიიღოს სამშვიდობო შეთავაზება ავღანეთის პრეზიდენტის მხრიდან, იმისათვის რომ ქვეყანაში შეწყდეს ომი.

 

„ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანებთან მუშაობა, ვინც იარაღს გადადებს. ასევე შეგვიძლია მათი ოჯახებისთვის დახმარების გაწევა, რათა მათ საკუთარი ადგილი მონახონ სამოქალაქო ცხოვრებაში", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.




 

big_banner
არქივი