logo_geo
ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა
- +

16 მარტი. 2019. 12:17

 

ჩინეთში მეწყერის ჩამოწოლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, 17-ს კი, მაშველები ამ დრომდე ეძებენ.  ინციდენტი ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, შანსის პროვინციაში მოხდა. ამის შესახებ „Reuters“ იუწყება.

 

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, სოფელ ზაოლინში, მეწყერის ჩამოწოლის დროს მიწის მასაში რამდენიმე შენობა მოყვა. თუმცა ფაქტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ მეორე დღეს გავრცელდა.

 

მიწის მასის ქვეშ საცხოვრებელ სახლებთან ერთად ადგილობრივი სამედიცინო ცენტრი მოექცა. მაშველებმა 13 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, თუმცა ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა 17 პირი. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ მსხვერპლის რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.

 

 

 

 

big_banner
არქივი