სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება. ამ ეტაპზე სკვერში ფანჩატურისა და სავალი ბილიკის ბორდიურების მოწყობა მიმდინარეობს.
კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე შმაგი ბეგლარაშვილი სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნენ. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო სამუშაოებს ინდმეწარმე „დავით კოშაძე“ ახორციელებს.
სკვერის მიმდებარედ უკვე მოწყობილია ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი, გარე გამოყენების ფიტნეს ტრენაჟორები და ბავშვთა გასართობი ატრაქციონები.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფელში ერთიანი სპორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცე იფუნქციონირებს, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას, დასვენებასა და ბავშვების გართობას შეუწყობს ხელს.