ნინო ჯღარკავა: სააკაშვილის ციხიდან გადარჩენილი პატიმრები ხან ხერხემალში გადამტვრეული მოყავდათ ჩემთან გადაცემაში, ხან თითებწაჭრილი

ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებას ეხმიანება:

სააკაშვილის ციხიდან გადარჩენილი პატიმრები ხან ხერხემალში გადამტვრეული მოყავდათ ჩემთან გადაცემაში, ხან თითებწაჭრილი, ხალხი შოკისმომგვრელ ამბებს გვიყვებოდ ციხის ჯალათებზე და გუშინ გამოდის ციხესანატორიუმიდან ლაზარე და თურმე, მაღაზია ვიღაცას მოუგია ტენდერში და რასაც ვითხოვდი, ის არ მოქონდათო, კიდევ იმ მუსიკას ვერ ვუსმენდი, რაც მიყვარდაო, შეშფოთებული სახით უყურებდა ტვ პირველის ჟუურნალიუგა, რას ქვია, მუსიკას ვერ უსმენდიოო? ხედავთ, ხომ,  განსხვავებას იმ რეჟიმსა და ამ მთავრობას შორის,ოდა, არ აგარევინებთ, გინდა მთელი წელი აპროტესტეთ და იდექით ქუჩაში!“ – წერს ნინო ჯღარკავა.

ასევე იხილეთ