დღეს „ბათუმობა 2024“ აღინიშნება
ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს უმასპინძლა. არჩილ ჩიქოვანმა სტუმრებს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და დამეგობრებულ ქალაქებთან ურთიერთობების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს ბათუმთან დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების წევრებს ვუმასპინძლეთ, რომლებიც „ბათუმობის“ ფარგლებში ჩვენს ქალაქს სტუმრობენ. ბათუმი განსაკუთრებული ტრადიციებით გამორჩეული, ულამაზესი ზღვისპირა ქალაქია, რომელიც დღითიდღე ვითარდება და ლამაზდება. ჩვენს ქალაქს ყოველწლიურად ძალიან ბევრი ვიზიტორი სტუმრობს. დარწმუნებული ვარ, ბათუმში ჩამოსულ თითოეულ ადამიანს დიდხანს გაჰყვება ამ ქალაქში მიღებული ემოციები. მადლობა მინდა გადავუხადო დელეგაციების წევრებს ჩამობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და იმ თანამშრომლობისთვის, რომელიც ჩვენს ქალაქებს შორის არსებობს. იმედი მაქვს, რომ „ბათუმობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებით ისიამოვნებენ როგორც ჩვენი თანაქალაქელები, ასევე, ქალაქის სტუმრები“, – აღნიშნა არჩილ ჩიქოვანმა.