ნინო წილოსანი: ადამიანები, რომლებიც ყველაზე რადიკალურ მოძრაობებს აფინანსებენ, ქვეყანაში რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ

“ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, ყველაზე რადიკალურ და ექსტრემისტულ მოძრაობებს აფინანსებენ, ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ, იგივე პირები გვევლინებიან ევროპარლამენტში, აინიცირებენ და გააქვთ ეს რეზოლუცია”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„ჩვენ ვნახეთ, ვინ იყვნენ ქართული მხარის წარმომადგენლები ამ რეზოლუციის ინიციატორები, ეს არის ერთობლივი პროდუქტი. მოგვიანებით გავარკვევთ ჩვენ, რომელი დაფინანსების შედეგად მოხდა ეს ყველაფერი, ან ვერც გავარკვევთ. მაგალითად, ევროპარლამენტარების შემთხვევაში ვიცით „კატარგეიტის“ სკანდალი, როდესაც რამდენიმე მაღალჩინოსანი ევროპარლამენტარი დააკავეს და ბრალი წარუდგინეს, რადგან ისინი ქრთამებს იღებდნენ ადამიანის უფლებების დარღვევის უგულებელყოფასა და მიჩქმალვასთან დაკავშირებით, უამრავი მსგავსი რაღაც ფაქტია, რაც რა თქმა უნდა, ღვთაებრივ და ზეადამიანურ კონდიციაში არ აყენებს ამ ევროპარლამენტარებს.

მეტიც, ამ რეზოლუციის ორი ინიციატორი ევროპარლამენტარი არის სწორედ იმ ორგანიზაციის დამფუძნებელი და ბორდში მყოფი ადამიანი, ეს არის „იდი“, რომელიც საქართველოში აფინანსებს ყველაზე რადიკალურ ჯგუფებს, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია და რაღაცნაირად იკვრება ალბათ ეს სამკუთხედი. ადამიანები, რომლებიც ერთი მხრივ, ყველაზე რადიკალურ და ექსტრემისტულ მოძრაობებს აფინანსებენ, ქვეყანაში გადატრიალებისა და რევოლუციურ სცენარებს ამუშავებენ, იგივე პირები გვევლინებიან ევროპარლამენტში, აინიცირებენ და გააქვთ ეს რეზოლუცია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ალბათ, ნათელ წარმოდგენას გვაძლევს, რა არის მიზანი“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.

 

ასევე იხილეთ