კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარი იგება
კასპის მუნიციპალიტეტის მაღალმთიან სოფელ ლავრისხევთან მისასვლელ გზაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.
სამუშაოს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
პროექტი რეგიონების განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება. გზის მშენებლობას ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ჩაგელა“ ახორციელებს.
პროექტის განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობა კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურით შეძლებს სარგებლობას.