კასპის მერიამ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სააღდგომო ნობათი გადასცა
კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ 376 ოჯახს მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალური პროგრამის ფარგლებში სააღდგომო ნობათი გადასცა.
მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ მეტეხის და თელიანის დევნილთა ჩასახლებაში იმყოფებოდნენ.
ხელისუფლების წარმომადგენლები დევნილთა ოჯახებს შეხვდნენ, სააღდგომო ნობათი მიუტანეს და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცეს.