დიმიტრი ხუნდაძე: ჩვენ არაერთი ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, კიდევ სხვა აქციები, როცა ახალგაზრდებს ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია

პარტია „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ფრანგი კოლეგების განცხადებას თბილისში ძალადობრივ შეკრებებზე სამართალდამცავი ორგანოების რეაგირების შესახებ ეხმიანება და აცხადებს, რომ ერთი და იმავე კონტექსტის შეფასება არ შეიძლება საქართველოში სხვა იყოს და დასავლეთში სხვა.

როგორც მედიასთან საუბარში დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა, ფრანგი სამართალდამცავების მხრიდან აქციებზე ძალის გამოყენების არაერთი ფაქტი უნახავს საზოგადოებას, მათ შორის „ყვითელი ჟილეტების“ აქციის.

„ჩვენ ძალადობის ფაქტები გვინახავს საფრანგეთში, გვახსოვს „ყვითელი ჟილეტების“ აქციაც, ამის შემდეგ კიდევ ბევრი აქცია, როცა ახალგაზრდებს, სწორედაც რომ ძალის გადამეტებით უსწორდება ადგილობრივი პოლიცია. ერთი და იმავე კონტექსტის შეფასება არ შეიძლება საქართველოში სხვა იყოს და დასავლეთში სხვა. თუმცა არ მიკვირს, რადგან ამ პროცესების უმთავრეს საკითხთან დაკავშირებითაც ვიხილეთ ორმაგი სტანდარტი, როცა გამჭვირვალობის შესახებ კანონი დასავლეთში, დასავლურია და იგივე კანონი საქართველოში არის რუსული,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ასევე იხილეთ