გუბერნატორი: ბელგოროდში, უკრაინის თავდასხმის შედეგად, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა

ბელგოროდის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი „ტელეგრამში“ წერს, რომ ოლქში საცხოვრებელ კორპუსს უკრაინის შეიარაღებული ძალების ჭურვი მოხვდა, რის შედეგადაც მეათედან პირველ სართულამდე სადარბაზო ჩამოინგრა.

„უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქი ბელგოროდი და ბელგოროდის რაიონი დაბომბა, ხარკოვის გორაზე, ჭურვის პირდაპირი დარტყმის შედეგად, ჩამოინგრა მთელი სადარბაზო, მეათედან პირველ სართულამდე”, – აცხადებს გუბერნატორი.

როგორც რუსული მედია საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, დაშავდა, სულ მცირე, 9 ადამიანი. ამჟამად მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

ცნობისთვის, დილით ბელგოროდსა და ბელგოროდის რაიონში სარაკეტო თავდასახმის საფრთხე გამოცხადდა.

ასევე იხილეთ