top_leaderboard

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი: ხარკოვის მიმართულებით რუსული ძალები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში განაცხადეს, რომ ხარკოვის მიმართულებით რუსული ძალები არ წყვეტენ შეტევით ოპერაციებს.

უკრაინის გენერალურ შტაბში აღნიშნეს, რომ რუსული ძალები უკრაინის თავდაცვის ძალების ნაწილების პოზიციებიდან განდევნას ცდილობენ.

გარდა ამისა, მტერმა 8 საჰაერო დარტყმა განახორციელა ხარკოვის ოლქის უდის, ვოლჩანსკის, ლიპცის, გრაფსკოესა და ვესელოეს დასახლებებზე.

უკრაინული ძალების გასაძლიერებლად, წინასწარ შექმნილი რეზერვები გადაისროლეს ხარკოვის მიმართულებით.

ასევე იხილეთ