ჯეიკ სალივანი: არ მივიჩნევთ, რომ ის, რაც ღაზაში ხდება, გენოციდია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ისრაელს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ჩვენ მივიჩნევთ, რომ ისრაელს შეუძლია და უნდა გააკეთოს მეტი უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ის, რაც ღაზაში ხდება, არის გენოციდი“, – აღნიშნა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

„ჩვენ კვლავ მივიჩნევთ, რომ შეცდომა იქნება რაფაჰში მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობიანი მოსახლეობის დიდ ნაწილს აშკარა სტრატეგიული სარგებლის გარეშე“, – დასძინა ჯეიკ სალივანმა.

ასევე იხილეთ