top_leaderboard

კასპის მუნიციპალიტეტის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ

“ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის პროგრამის ფარგლებში, კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი სადგურ მეტეხის დასახლებაში მრავალსართულიანი ბინის სახურავის რეაბილიტაციის მიმდინარეობას გაეცნენ”,- ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

“მუნიციპალიტეტის მერია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 8 წელია მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ინფრასტრუქტურულ საჭიროებებზე 12 სახის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აფინანსებს. პროექტი კი ტენდერში გამარჯვებული სამშენებლო კომპანიების მიერ ხორციელდება.

2024 წელს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების საჭიროებებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 200 000 ლარის დაფინანსებაა გათვალისწინებული. პროგრამის მიზანია მერიის დაფინასებითა და მოქალაქეთა ჩართულობით, ხელი შეეწყოს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ასევე იხილეთ