სოფელ ერთაწმინდაში გზის ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში, 760 გრძივი მეტრი გზის არმირებული ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაო გრძელდება.
მიმდინარე სამუშაოს კასპის მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან შოთა ბეგლარაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
გადასაადგილებლად რთულ მონაკვეთზე უკვე მოწყობილია დამცავი კედელი, სანიაღვრე არხი, ასევე მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობა. დასრულების შემდეგ კეთილმოწყობილი საგზაო ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ადგილობრივების უსაფრთხო გადაადგილებას.
პროექტს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „ბესკო“ ახორციელებს.