ქალაქ კასპის №3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა
ქალაქ კასპის №3 საბავშვო ბაღს დაარსებიდან 50 წელი შეუსრულდა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“იუბილეს ესწრებოდნენ სხვადასხვა თაობის ყოფილი აღსაზრდელები, აღმზრდელები და მშობლები, რომლებმაც გაიხსენეს სწავლის და მუშაობის ეპიზოდები.
საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს იუბილე კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა მიულოცეს.
ვახტანგ მაისურაძემ საბავშვო ბაღის პედაგოგიურ კოლექტივს მადლობა გადაუხადა აღსაზრდელებზე ზრუნვისა და პასუხისმგებლობისთვის, წარმატება უსურვა და როგორც ყოველთვის, მხარდაჭერა აღუთქვა.
საბავშვო ბაღში, რომელსაც 12 წელია თეა ქუტაშვილი ხელმძღვანელობს, შექმნილია ყველა პირობა პატარების სკოლამდელი განათლების სათანადო გარემოში მიღებისათვის”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.