სადგურ მეტეხის დასახლებაში ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

კასპის მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.

სადგურ მეტეხის დასახლებაში, ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით, ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.

სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

მოედნის მოწყობის სამუშაოს ი/მეწარმე „ვახტანგი კუჭაშვილი“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

ასევე იხილეთ