ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა

ესპანეთი ევროპის ჩემპიონატის პირველი ფინალისტი გახდა. მიუნხენში გამართულ მატჩში ესპანეთმა საფრანგეთი ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

მატჩის მე-9 წუთზე კილიან მბაპეს საგოლე გადაცემით ფრანგები კოლო მუანიმ დააწინაურა.

21-ე წუთზე 16 წლის ლამინე იამალმა ანგარიში გაათანაბრა. მან მიმდინარე ტურნირზე პირველი გოლი გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ 16 წლისა და 362 დღის ასაკში ლამინე იამალი ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გოლის ავტორი გახდა.

ანგარიშის გათანაბრებიდან 4 წუთში ესპანელები წინ გავიდნენ დანი ოლმოს გოლით.

ევროპის ჩემპიონატის მეორე ფინალისტი ნიდერლანდებსა და ინგლისს შორის მატჩში გამოვლინდება, რომელიც 10 ივლისს დორტმუნდში გაიმართება.

ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩი 14 ივლისს ბერლინში გაიმართება.

ასევე იხილეთ