გიორგი არაბიძე კარიერას სამხრეთ კორეაში გააგრძელებს

გიორგი არაბიძე ქუთაისის „ტორპედოს“ დატოვებს და კარიერას სამხრეთ კორეის ჩემპიონატში გააგრძელებს.

არაბიძემ პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმებას სამხრეთ კორეის ჩემპიონ „ულსანთან“ მიაღწია, – ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. წყაროს ცნობით, აზიური კლუბი ფეხბურთელის სანაცვლოდ სატრანსფერო თანხას გადაიხდის.

26 წლის მოთამაშემ „ტორპედოს“ რიგებში ბოლო შეხვედრა თბილისის „დინამოსთან“ საქართველოს სუპერთასზე ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისური გუნდი 11 ივლისს უეფა-ს კონფერენსლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ალბანურ „ტირანასთან“ ჩაატარებს.

ასევე იხილეთ