ბაიდენის საარჩევნო კამპანია: რამდენიმე კვირაში ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საარჩევნო კამპანიამ პარასკევს გამოაქვეყნა ახალი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატის გეგმა არ არსებობს. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.

„ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა: ის ამ რბოლაში რჩება საპრეზიდენტო არჩევნების მოსაგებად. უფრო მეტიც, ის არის „დემოკრატიული“ პარტიის სავარაუდო კანდიდატი – ალტერნატიული საპრეზიდენტო კანდიდატის გეგმა არ არსებობს. რამდენიმე კვირაში ჯო ბაიდენი ოფიციალურად გახდება საპრეზიდენტო კანდიდატი. დროა, შევწყვიტოთ ერთმანეთთან ბრძოლა. ერთადერთი, ვინც იმარჯვებს, როდესაც ჩვენ ვიბრძვით, არის დონალდ ტრამპი“, – ნათქვამია საარჩევნო კამპანიის განცხადებაში.

ასევე იხილეთ