გელა ნიკოლაიშვილი: ჩვენ გვაქვს პროტესტი ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ დამფუძნებელმა გელა ნიკოლაიშვილმა მათი ორგანიზაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე დამატებით განმარტება გააკეთა.

„ევროპული ღირებულებების საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, უბრალოდ, ჩვენ გვაქვს პროტესტი და წინააღმდეგობა ევროპული ღირებულებების დამახინჯების წინააღმდეგ, რომელიც ქმნის უსამართლო განწყობებს. ბევრ რაღაცაზე თვალები უნდა დავხუჭოთ, ანტი დემოკრატიას დემოკრატია უნდა ვუწოდოთ, ციხეებში წამებას შეიძლება დემოკრატიის შუქურა უწოდონ, კერძო საკუთრების ჩამორთმევას და ზოგადად იმ ღირებულებების წინააღმდეგ წასვლას, რომელსაც თვითონ სიტყვიერად ქადაგებენ“, – აღნიშნა ნიკოლაიშვილმა.

„ერთიანმა ნეიტრალურმა საქართველომ” დღეს განცხადება გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ თუ გსურს გახდე ევროკავშირის გაერთიანების წევრი, არ უნდა გქონდეს სუვერენიტეტი, მხარს უნდა უჭერდე ლგბტ პროპაგანდას და სრულ თანხვედრაში მოხვიდე ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკასთან.

ასევე იხილეთ