CBS News: პარიზის ოლიმპიურ სოფელში სამოელი კრივის მწვრთნელი გულის გაჩერებით გარდაიცვალა

პარიზის ოლიმპიურ სოფელში  სამოელი კრივის მწვრთნელი გარდაიცვალა. ამის შესახებ CBS News ოფიციალური პირების განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ლიონელ ელიკა ფატუპაიტო გულის გაჩერებით პარასკევს (26 ივლისს), 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიამდე ცოტა ხნით ადრე გარდაიცვალა. მწვრთნელს სასწრაფო დახმარება გაუწიეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, იტყობინება AFP.

ადგილობრივმა პროკურატურამ განაცხადა, რომ ფატუპაიტო „ბუნებრივი სიკვდილით“ გარდაიცვალა.

„ლიონელის თავდადებამ და სპორტისადმი გატაცებამ წარუშლელი კვალი დატოვა კრივის საზოგადოებაში. მისი მემკვიდრეობა მომავალ თაობებს კვლავ შთააგონებს“, – ნათქვამია კრივის საერთაშორისო ასოციაციის პრესრელიზში.

ასევე იხილეთ