ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადის მეოთხედფინალშია

პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებზე, ძიუდოს ტურნირის მერვედფინალში ტატო გრიგალაშვილმა ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაჰიდ ბორჩაშვილს სძლია და მეოთხედფინალურ ეტაპზე გავიდა.

მისი მეტოქის ვინაობა ტაჯიკეთის და ნიდერლანდების წარმომადგენლების შერკინებაში გაირკვევა.

შეგახსენებთ, პარიზში საქართველოს ნაკრებს ჯერ მედალი არ მოუპოვებია.

ასევე იხილეთ