რუსეთი დათანხმდა „The Wall Street Journal-ის“ ჟურნალისტის გაცვლაზე

The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ევან გერშკოვიჩი რუსეთის ფედერაციის ციხიდან გაათავისუფლეს.

მედიის ცნობით, მისი გათავისუფლება პატიმრების გაცვლის ფართო შეთანხმების ფარგლებში მოხდა.

ინფორმაციაში აღინიშნება, რომ გერშკოვიჩი სამშობლოში უახლოეს დღეებში დაბრუნდება.

ცნობისთვის, 30 მარტს The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი რუსეთში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს. უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებდა, რომ გერშკოვიჩი აგროვებდა საიდუმლო ინფორმაციას რუსეთის სამხედრო ინდუსტრიული კომპლექსის ერთ-ერთი საწარმოს საქმიანობის შესახებ.

ასევე იხილეთ