ქართველმა ძიუდოისტმა ილია სულამანიძემ სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო

ილია სულამანიძემ (100 კგ) სადებიუტო ოლიმპიადაზე პირველი შეხვედრა მოიგო. მერვედფინალში ის იტალიელ ჯენარო პირელის დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

23 წლის ილია სულამანიძე მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოსა და ევროპის ჩემპიონატის ორი ვერცხლის მედლის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ოლიმპიადაზე საქართველოს ანგარიშზე ორი მედალია. პირველი მედალი საქართველომ 30 ივლისს მოიპოვა – ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლის მედალი დაისაკუთრა, ლაშა ბექაურმა კი მეორედ შეძლო ოლიმპიური ოქროს მედლის მოპოვება.

ასევე იხილეთ