მედია: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სევასტოპოლის პორტში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპირებული სევასტოპოლის პორტში რუსული წყალქვეშა ნავი ჩაძირეს. ინფორმაციას, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებზე დაყრდნობით, CNN ავრცელებს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების შტაბის ცნობით, წყალქვეშა ნავს „დონის როსტოვი“ 2 აგვისტოს დაარტყეს.

ნავი ადგილზე ჩაიძირა”, – ნათქვამია შტაბის განცხადებაში.

როგორც CNN იუწყება, შტაბი ასევე აღნიშნავს, რომ „დონის როსტოვის“ დაკარგვა მიუთითებს, რომ უკრაინის ტერიტორიული წყლები რუსული ფლოტისთვის უსაფრთხო ადგილი არ არის.

გამოცემა წერს, რომ ინფორმაციის გადამოწმება ვერ მოხერხდა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კი კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე იხილეთ