ზელენსკი: უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ კურსკის ოლქში უკვე 92 დასახლებული პუნქტია

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტროლის ქვეშ კურსკის ოლქში უკვე 92 დასახლებული პუნქტია.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქში 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას აკონტროლებენ.

„დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძალები აკონტროლებენ მტრის 1 250 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ტერიტორიას და 92 დასახლებულ პუნქტს. მთლიანობაში, ეს ოპერაცია გახდა ჩვენი უდიდესი ინვესტიცია უკრაინელების რუსული ტყვეობიდან გათავისუფლების პროცესში. ეს არის მნიშვნელოვანი შედეგი, ეს არის ჩვენი ერთ-ერთი მიზანი და ჩვენი ქმედებები გრძელდება“, – დასძინა მან.

ასევე იხილეთ