გია ნიკოლაძე: ღირსებით, მშვიდობით ევროპისკენ! საქართველოს გაუმარჯოს!

„ღირსებით, მშვიდობით ევროპისკენ! საქართველოს გაუმარჯოს!”, – განაცხადა ხაშურში, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტის დაწყებამდე, „ნიკოლშოუს“ სოლისტმა, გია ნიკოლაძემ.

„მოკლედ შემოვიფარგლები – შოთა რუსთაველს გაუმარჯოს: „გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის“. ღირსებით, მშვიდობით ევროპისკენ! საქართველოს გაუმარჯოს!“, – აღნიშნა მომღერალმა.

ქვეყნის მასშტაბით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტები გრძელდება. მუსიკოსები მმართველ პარტიას ღია მხარდაჭერას უცხადებენ. ხაშურში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კონცერტში ჯგუფი „მიქსტურა“, „ნიკოლშოუ“ და მარიტა როხვაძე მონაწილეობენ.

ასევე იხილეთ