სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო
კასპის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზისპირა სოფელ ხვითში ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყო.
დასრულებული სპორტული მოედანი მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და სპორტის პოპულარიზაციას, ახალგაზრდების ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა.
სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სამუშაოები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.