პოლიტიკა ნინო წილოსანი: მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომ თავისი მოღალატე „შვილები“ უკან დაიბრუნოს, ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს „ნაციონალურ მოძრაობაში“

„ახლები“ არსად წასულან იმისთვის, რომ სააკაშვილმა უკან დაიბრუნოს, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა.

უმრავლესობის დეპუტატი გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას, პარტია „ახალისა“ და „ნაცმოძრაობის“ გაერთიანების შესახებ.

„მიხეილ სააკაშვილის შეთავაზება, რომ თავისი მოღალატე შვილები უკან დაიბრუნოს, ერთადერთი ემსახურება იმას, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია მოახდინოს „ნაციონალურ მოძრაობაში“. დაფინანსების წყაროები როგორც ჩანს სხვადასხვა აქვთ და ეს გამოიწვევს იმას, რომ საკუთარ მავნებლურ პოლიტიკაში კოორდინირებულები ვერ იქნებიან, ამიტომ სააკაშვილის მხრიდან წინასაარჩევნოდ ეს შეთავაზება გვაჩვენებს კიდევ ერთხელ იმას, როგორი სიხარბე სჭირს „ნაციონალურ მოძრაობის“ რეალურ ლიდერს, რომელიც ამ შემთხვევაში საავადმყოფოს კედლებს მიღმა იმალება“, – აღნიშნა წილოსანმა.

ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას პარტია „ახალს“ შესთავაზა „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანება.

ასევე იხილეთ