პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, შეხვედრები ზემო ფონიჭალის რაიონის მოსახლეობასთან გრძელდება

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალა N11 კორპუსის მიმდებარედ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა.

ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები.

დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.

ასევე იხილეთ