“ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მთაწმინდა-კრწანისის რაიონის დელეგატი დავით კაჭარავა, კრწანისის რაიონში, ზემო ფონიჭალა N11 კორპუსის მიმდებარედ, ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ამომრჩეველი გაეცნო გუნდის სამომავლო გეგმებს, ასევე ისაუბრეს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე განიხილეს დასახლებების საჭიროებები და მათი გადაჭრის გზები. დელეგატის თქმით, მოსახლეობასთან ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და მიმდინარე მოვლენებზე.

“ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს” თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის დელეგატი ირაკლი ქადაგიშვილი, თელავის მუნიციპალიტეტში, სოფლების: ბუშეტისა და ქვემო ხოდაშენის მოსახლეობას შეხვდა. დელეგატმა შეხვედრაზე ისაუბრა განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე.

შეაჯამა სოფლებში მიმდინარე სამუშაოები. ასევე, ხაზი გაუსვა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობას. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ასევე იხილეთ