წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ჩოხატაურში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, სახელმწიფო რწმუნებული გურიაში გიორგი ურუშაძე, „ქართული ოცნების“ ჩოხატაურის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით შარაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კუჭავა და საარჩევნო შტაბის წარმომადგენლები, ამჯერად სოფელ ზოტის მოსახლეობას შეხვდნენ. მოქალაქეებთან გამართულ შეხვედრებზე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი გუნდის გამარჯვების მნიშვნელობაზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„განვაგრძობთ მოსახლეობასთან შეხვედრებს გურიის რეგიონში. ამჯერად, ჩოხატაურში შევხვდით სოფელ ზოტის მოსახლეობას, სადაც ვისაუბრეთ თუ რა გაკეთდა სოფელში და რა პროექტებია დაგეგმილი. ადგილობრივებს ასევე გავაცანით „ქართული ოცნების“ პროგრამის პრიორიტეტები და სამომავლო გეგმები. გამოწვევები კვლავ რჩება, რომლებსაც არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ეტაპობრივად მოვაგვარებთ და ჩვენი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ. მადლობას ვუხდი თითოეულ მოქალაქეს მხარდაჭერისთვის! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ,“- აღნიშნა ვასილ ჩიგოგიძემ.

როგორც შეხვედრაზე ჩოხატაურის მერმა, დავით შარაძიძემ განაცხადა, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ზოტის ადმინისტრაციულ ერთეულში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. აშენდა ახალი საბავშვო ბაღი და საჯარო სკოლა, მოეწყო სპორტული მოედანი, გარე განათება; წლის ბოლოს დასრულდება სოფელთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია, რომელიც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა მოსახლეობისთვის;

მიმდინარეობს საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, რაც სერვისებს უფრო ხელმისაწვდომს და ეფექტურს გახდის. ეტაპობრივად დაიწყება შიდა სასოფლო გზების მოწესრიგებაც. მისივე განმარტებით, 26 ოქტომბერს ყველამ უნდა გააკეთოს სწორი არჩევანი და ხმა მისცეს ევროპულ მომავალს, კეთილდღეობას და განვითარებას!

ასევე იხილეთ