კახა კალაძე: უამრავი სოფელი და ქალაქი მოვიარეთ და ამხელა მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობ “ქართული ოცნების” მიმართ, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს

“დღევანდელ მოცემულობაში არჩევანის გაკეთება ძალიან მარტივია. ზედაპირზე დევს ყველაფერი – ვინ არის ერთ და ვინ არის მეორე მხარეს”, – განაცხადა თბილისის მერმა, „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში.

“ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რა გვინდა. გვინდა ქვეყანაში ომი თუ გვინდა მშვიდობა. გვინდა ბოროტება, კაცთა კვლა თუ გვინდა სიკეთე, განვითარება და აღმშენებლობა. უამრავი სოფელი და ქალაქი მოვიარეთ, ამხელა მხარდაჭერა, რასაც ვგრძნობ “ქართული ოცნების” მიმართ, 2012 წლის შემდეგ არ მახსოვს, ეს იმის მანიშნებელია, რომ ქართველი ხალხი ხედავს საფრთხეს და ამიტომ, 26 ოქტომბერს ქუდზე კაცი უნდა გამოვიდეს და ვთქვათ ჩვენი სათქმელი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.

 

 

ასევე იხილეთ