CNN: ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა მხარი დაუჭირა „ჰეზბოლასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „ჰეზბოლა“ აღარ არის იგივე საბრძოლო ძალა, როგორც ადრე იყო.
ისრაელსა და „ჰეზბოლას“ შორის დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ მიმდინარეობს.
დაპირისპირება გამწვავდა მას შემდეგ, რაც 30 სექტემბერს ისრაელმა ლიბანის სამხრეთით სახმელეთო ოპერაცია დაიწყო, რომელიც დღემდე მიმდინარეობს.