მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში“ პროექტის წარდგენა

ა. წ. 26 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში შედგა კულტურული და საქმიანი თანამშრომლობის  საერთაშორისო ასოციაციის „არგენტინის სახლი საქართველოში“ სახელმწიფო მნიშვნელობის პროექტის წარდგენა,  მავე ასოციაციის თავმჯდომარის, ნიკოლოზ პატარქალიშვილის მიერ, რაც  მიზნად ისახავს საქართველოსა და არგენტინის ქვეყნებს  შორის, თანამშრომლობის განვითარებას  სხვადასხვა სფეროში, სადაც მოიწონეს და  მხარი დაუჭირეს ამ პროექტის განხორციელებას. ამასთან, გაცვლითი საქმიანი ვიზიტების განხორციელებას, რომელშიც  თვითონაც მიიღებენ მონაწილეობას.

ა.წ. 21 ნოემბერს,  საქართველოს მთავრობის კანცელარიაში (N31887) პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ირაკლი კობახიძის სახელზე რეგისტრაციაში გატარდა  არგენტინიდან გამოგზავნილი წერილი, სადაც დელეგაციას ელიან  საქართველოს მთავრობისა და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ წარმომადგენლების, აგრეთვე, პროექტის წარმომადგენლებისა და მხარდამჭერების მონაწილეობით.

აღნიშნული საკითხი    განიხილება საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში!

იმედია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბ-ნი ირაკლი კობახიძე,  შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოდან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციის გამგზავრებას არგენტინაში, საიდანაც საპასუხო ვიზიტით ეწვევიან საქართველოს, 2025 წლის თებერვალში.

ასევე იხილეთ