თამთა მეგრელიშვილი ევროკავშირთან მოლაპარაკებების დროებით დახურვაზე:  „ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება არის საშუალება რომელიც სრულად „განაიარაღებს” ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეებს შანტაჟისა და მუქარის იარაღისგან

„ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება არის საშუალება რომელიც სრულად “განაიარაღებს” ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეებს შანტაჟისა და მუქარის იარაღისგან, – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.

მისივე თქმით, ეს ნაბიჯი არის თავმოყვარე სახელმწიფოს ნიშანი და ღია ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ენა ყველასთან არის და იქნება საქმე, ნაკეთები ეროვნული ღირსებით.

 „ქართველი ხალხის პოლიტიკური და ზნეობრივი შანტაჟი უნდა დასრულდეს!

სწორედ ამ მიზნით “ქართული ოცნების” გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე “მოლაპარაკებების გახსნისა“ და „საბიუჯეტო გრანტებისა და სესხების საკითხი“ პოლიტიკურად დახუროს, ანუ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით ქართული სახელმწიფო უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო სესხზე და სრული მობილიზაციით მოემზადება ევროკავშირში ღირსებით გაწევრიანებისთვის.

ეს ნაბიჯი არის თავმოყვარე სახელმწიფოს ნიშანი და ღია ხაზგასმა იმაზე, რომ “ქართული ოცნების” პოლიტიკური ენა ყველასთან არის და იქნება საქმე, ნაკეთები ეროვნული ღირსებით!

მხოლოდ ასეთი მიდგომითა და პრაგმატული პოლიტიკით მოხდება იმ შავი პოლიტიკური ძალების ბოლომდე მხილება რომლებიც სერვილიზმის სინდრომის მქონე სახელმწიფოდ მოგვიაზრებდნენ, ხალხის არჩევანს საკუთარი გეგმის მიხედვით ქუჩის პროცესებით ანაცვლებდნენ და ხელოვნურად შექმნილ პოლიტიკურ რეალობას გვთავაზობდნენ.

ევროკავშირისათვის დამაზიანებელი ცალმხრივი ურთიერთობის ფონზეც საქართველო განუხრელად გააგრძელებს სვლას ევროპული ოჯახისკენ და გაატარებს ყველა აუცილებელ რეფორმას, რათა 2030 წლისთვის ქართული სახელმწიფო ყველაზე მეტად მომზადებული შეხვდეს გაწევრიანების პროცესს.

“ქართული ოცნების” ეს გადაწყვეტილება არის საშუალება რომელიც სრულად “განაიარაღებს” ჩვენი ქვეყნის არაკეთილისმოსურნეებს შანტაჟისა და მუქარის იარაღისგან.

ქართული სახელმწიფო ქართველ ხალხთან შეთანხმებით, მათი პოლიტიკური და ზნეობრივი დაკვეთით მოქმედებს და იმოქმედებს და ქართული ხელწერით შევალთ ევროპულ ოჯახში“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

ასევე იხილეთ