გიორგი მამაცაშვილი: ეს არის ერთადერთი სიმართლე!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„ეს არის ერთადერთი სიმართლე!
▪️ უკვე მერამდენედ ვხედავთ ერთსა და იმავეს…
ერთ წრეზე ვტრიალებთ…
ოცდაათ წელზე მეტია, აქციიდან აქციით ვცხოვრობთ…
ახლა, შესაძლოა, ვინმემ გამაკრიტიკოს, ვინმესთვის მიუღებელი აღმოჩნდეს ჩემი პოზიცია, ვინმემ „დამაბულინგოს”, მაგრამ სათქმელი უნდა ითქვას!
▪️ 2011 წლის 26 მაისს, როდესაც სააკაშვილის, ახალაიების, კოდუას და მერაბიშვილის ჯალათებმა სასიკვდილოდ გაგვიმეტეს მეც და ჩემი კოლეგებიც, არ მახსოვს, რომელიმე ტელეჟურნალისტს (რამდენიმეს გამოკლებით) პროტესტი გამოეთქვას და მითუმეტეს, სიუჟეტი მოემზადებინოს ჩვენ მიმართ ჩადენილ ძალადობაზე!
მათ შორის, არც დღეს უკვე „ქართული ოცნების” მომხრე ჟურნალისტებს!
მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებს ეყოთ ვაჟკაცობა – დაეგმოთ ჩვენს წინააღმდეგ მოწყობილი სასაკლაო!
გეტყვით პირდაპირ: მხოლოდ ირმა ინაშვილმა, ნინო ჯღარკავამ, ბონდო მძინარაშვილმა, ინგა გრიგოლიამ და გიორგი თარგამაძემ შეძლეს იმ ჯალათური რეჟიმის სატელევიზიო ეთერებში მხილება იმავე ღამეს!
და „კოლეგები”, რომლებიც იმ დროს ე.წ. სამთავრობო არხებზე მუშაობდნენ, არც შეწუხებულან და მოკითხვითაც არავის მოვუკითხივარ რეზინის 37 ტყვიით დასახიჩრებული, „ხამუთებით” დაბმული, ნაცემ-ნაგვემი მეგობარი და კოლეგა!
მხოლოდ ცხონებულმა ლევან ჩხაიძემ (ჯაკო) აიკლო ჩემი ტელეფონი დილიდანვე…
ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ 37 (!!!) ლარად შეაფასა მერაბიშვილის ზონდერების მიერ ჩამტვრეული ძვლები(!) და აპარატურა და დიახ, მხოლოდ მე და ბექა სივსივაძემ გავბედეთ სტრასსბურგში ჩივილი საკუთარი უფლებების დასაცავად!
„ასავალ-დასავალში” ვმუშაობდი მაშინ!
იმ „ასავალ-დასავალში”, რომელიც ყელში ძვლად ჰქონდა გაჩხერილი თავად სააკაშვილსაც და ვის ჰქონდა ორი თავი, ჩვენს მხარდასაჭერად სიტყვა ეთქვა?!
▪️ სხვათაშორის, ჩემი კოლეგების ხმა არც მაშინ გამიგია, როდესაც გიგი უგულავას ზონდერებმა გამომცემლობა „სამშობლოდან” გამოგვყარეს და ქუჩაში დაგვტოვეს ასობით რედაქცია და ათასობით ჟურნალისტი 2007 წლის 10 აგვისტოს.
სამწუხაროდ, არც იმდროინდელ „ტელეიმედს” არ გამოუხატავს მაშინ მხარდაჭერა და თავი არ მოუკლავს „სამშობლოს” დარბევის გამო!
▪️ ეს არის ყველაზე ცუდი!
ორმაგი სტანდარტია მოდაში და ეს ყველაზე ამაზრზენია!
ყაველაშვილის გინება გახადეს სალაპარაკო და გვარამიას ბინძურ ეთერებზე დუმილს არჩევენ!
წყლის ჭავლზე მოთქვამენ და ახალაიებსა და გრიგორიადისს გმირების მანტიით ფუთავენ!
ეს ბოროტებაა!
წინასწარ გამიზნული ბოროტებაა და როცა სხვადასხვა ტელეარხებით მორალს მიკითხავენ, გიგა ბოკერიას და ლევან რამიშვილის მიერ შექმნილი და დამყარებული იდეოლოგიური სიბინძურეები მახსენდება.
ეს ყველაფერი ხომ გუშინ და გუშინწინ არ დაწყებულა?!
წლებია, ასე ზრდიან ბენდუქიძისა და ლაშა ბუღაძის საქართველოში ახალგაზრდებსაც!
ამის გახსენება არ სურს დღეს არავის!
არადა, ცხოვრება ბუმერანგია!
▪️ დღეს არის, ყველამ რომ ხმა ამოიღო, ყველამ რომ ენა ამოიდგა, პოლიციელებს სახეში რომ აფურთხებენ და ენა რომ აქვთ ალესილი, ოღონდ „გლობალური ომის პარტიაზე” ძვირი არ დაგცდეს…
დღეს აქვთ დიდი გული, როცა პარტიულ აქტივად იქცა ბევრი ჩემი კოლეგა თუ ე.წ. კოლეგა!
დღეს არის ადვილი, – მორალი
უკითხო პარტიული ტელეარხებიდან ვანო მერაბიშვილისგან „ცა და დედამიწასავით” განსხვავებულ ვახტანგ გომელაურს…
დღეს არის იოლი – “ბოზო” და “ნაბიჭვარო” აკადრო გნებავთ პოლიციელებს და, გნებავთ, მოწინააღმდეგე პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს!
დღეს არის ყველაზე ადვილი, – “რუსი” და “ჩათლახი” უწოდო “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას, მიუხედავად იმისა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ სავიზო რეჟიმიც სააკაშვილმა გააუქმა რუსეთთან და ლარსზეც თავად იდგა გიულევიჩი რუს ტურისტებთან დასახვედრად!
დღეს არის ადვილი, – რუკაზე მკრთალად მიხატული ოკუპირებული ტერიტორიების გამო ლანძღო ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი და ხმა არ ამოიღო იმავე ოცი პროცენტის გასხვისების გამო სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ!
დღეს დემოკრატიაა, ბატონო, და თქვი, რაც გსურს!
გამკითხავი და პასუხის გამცემი არავინაა.
დღეს ისეთ ხალხს უკრავენ აქციებზე ტაშს, რუსეთის მოქალაქის პასპორტი ჯიბეში რომ უდევთ და რუსულ ბაზარზე გაყიდული ჭყონიასეული “კოკა-კოლით” ინაყრებენ ტაშისკვრის მერე მუცელს…
🔸 დღეს საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარედ ვარ არჩეული, მაგრამ თავმჯდომარეობა მარტოდენ სტატუსი და პასუხისმგებლობაა ჩემთვის, და ეს არ ნიშნავს იმას, რომ თანამდებობრივ “ჩარჩოებში” მოვექცე და არ ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ!
ეს ჩემი პოზიციაა და თუ ვინმეს არ გესიამოვნებათ, გნებავთ, სააკაშვილის ჩაი მიირთვით და გნებავთ, – ცივი წყალი.
“გაატარეთ” ჩემი ნათქვამი და გაიარეთ.
არც ე.წ. ლაიქებისთვის ვწერ ამას და არც მლიქვნელური მხარდასაჭერი კომეტარებისთვის!
ნებისმიერი ბინძური კომენტარი ავტორითურთ იშლება და იბლოკება!
ეს არაა თავისუფალი აზრის შეზღუდვა.
არა.
უბრალოდ, იმდენად დააბრმავა გვარამიას შარდმა და გირჩის შარვალჩახდილმა ჰაბიტუსმა ბევრი თქვენგანი, რომ პოლემიკაც არ მსურს თქვენთან.
ჩემი პოზიციაა და ჩემს კედელზე ვაქვეყნებ.
არ მოგწონთ? – “ასქროლეთ”!
▪️ დეტალურ საუბარს არ დავიწყებ ჟურნალისტურ სტანდარტებზე, მაგრამ რასაც ზოგ-ზოგიერთი ჟურნალისტი თუ ე.წ. ჟურნალისტი კადრულობს დღეს, – არაა ჟურნალისტიკა!
დიახ, ვწუხვარ და ცალსახად, არც გურამ როგავას ცემაა მოსაწონი საქციელი და არც სხვების მიმართ გამოვლენილი უხეშობაა მაღალი სტანდარტის მაჩვენებელი, მაგრამ სად იყავით მაშინ, როცა მთელი ამ წლების განმავლობაში სააკაშვილისა თუ მისი სექტის მიმდევრები ღიად და დაუფარავად აბულინგებდნენ ანგელოზივით გოგო-ბიჭებს აქციებზე და მიკროფონებს უტრიალებდნენ ცხვირწინ?!
სად იყავით მაშინ?
▪️ არც შუა რუსთაველზე დანთებული კოცონია მშვიდობიანი აქცია და არც პოლიციელისთვის, მის ცოცხლად დასაწვავად ნასროლი “მოლოტოვის კოქტეილია” მშვიდობიანი აქციის თანმდევი ქმედება!
არც ქვით სავსე ბოთლების პოლიციელთათვის სროლაა დემოკრატია და დიახ, არც მიკროფონის პირში ჩათხრაა ჟურნალისტიკა იმ დროს, როცა არც მავანთა ნათქვამი გესმით და არც სურვილი გაქვთ გაგების!
▪️ საინტერესოა, ივანიშვილი მაშინ მოსაწონი იყო იმ ტელეხელმღვანელებისთვის თუ პოლიტიკური პარტიების ლიდერებისთვის, როცა მასთან ერთად იყვნენ “კოალიციაში” და მსუყე ლუკმებს ითვლიდნენ?
მე თამამად ვწერ ამ სიტყვებს!
დიახ, როცა არავინ იცნობდა ბიძინა ივანიშვილს და როცა ჩანასახიც არ იყო შექმნილი “ქართული ოცნებისა”, სწორედ მაშინ ვწერდი მის ღვაწლზე და მის მიერ აშენებულ სამებაში ვანთებდი სანთლებს საქართველოს საკეთილდღეოდ!
დიახ!
როცა “ალიას” მსგავსად, “ქრონიკული ალიაქოთი” ატეხეს და არცთუ ცოტა ახსენებდა ივანიშვილის სახელს აუგად, სწორედ მაშინ ვწერდი იმას, რასაც ვფიქრობდი!
დღესაც იმ აზრზე ვარ, რასაც 2007-2010 წლებში ვწერდი და ვამბობდი!
▪️ სხვათაშორის, 2003 წლის ნოემბერში, ე.წ. “ვარდების რევოლუციის” მეორე დღესვე, თუ ვინმე იყო პირველი ახალგაზრდულ-სტუდენტური მოძრაობიდან, ვინც გაბედა და მაშინდელ “დემოკრატიის შუქურას”, სააკაშვილს დაუპირისპირდა, და ვისაც თემურ ალასანიას დისშვილმა ხელები უქნია უნივერსიტეტის ბაღში ჩატარებულ მიტინგზე, – მე და დაჩი ცაგურია გახლდით!
▪️ ამ სიმართლით მოვდივარ და არც კრიტიკის შემშინებია დღემდე.
სათქმელი უნდა ითქვას!
დღეს რაც ხდება რუსთაველზე – არ არის მშვიდობიანი!
დღეს როგორც იქცევიან ჩემი კოლეგები პარტიული დავალებების შესაბამისად – არ არის ჟურნალისტიკა!
დიახ, მეც მინდა ევროპა, მაგრამ არა შანტაჟითა და ცალ ფეხზე დგომით! არა – როთისა და “გიჟიმანტასის” კარნახით!
არა – “მაიდნის” სცენარითა და გადამწვარი რუსთაველით!
არა – ყავლგასული პოლიტიკოსებისა და “ვივა-მედში” დაწერილი სცენარით!
P.S.
ეს არის ჩემი სიმართლე და სხვა სიმართლე ტყუილია!
დღეს, როდესაც გლობალურად უმძიმეს პერიოდში გვიწევს ცხოვრება და ყოფნა-არყოფნის ზღვარზე ვართ, ესეც უნდა ითქვას:
❗️რუსეთი ოკუპანტია!
❗️ჩვენი მომავალი ევროპაშია!
❗️პოლიციელი გმირია!
❗️და, რა თქმა უნდა, – ჟურნალისტი(!) ხელშეუხებელია!