გიორგი მამაცაშვილი: ვიმეორებ – ჩემი სოლიდარობა ყველა ჟურნალისტს!
საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე და მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის“ დამფუძნებელი გიორგი მამაცაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
სადაა თქვენი სოლიდარობა და გულშემატკივრობა „იმედის” ჟურნალისტის, ვარლამ წიკლაურის მიმართ, რომელიც კოტე ყუბანეიშვილის ცოლისა და კეზერაშვილის პარტიული ტელევიზიის „გებელსის”, სოფიო ხუნწარიას ხელისქაჯების მიერ იყო დაბულინგებულ-შეურაცხყოფილი?
სადაა თქვენი სოლიდარობა „პირველი არხის” ჟურნალისტის, სალომე ქოქიაშვილის მიმართ, კეზერაშვილის „ფორმულას” იდეოლოგად ქცეულმა სოფიო ხუნწარიამ რომ ლანძღა და ქაჯმა ნინია კაკაბაძემ ხელით შეხებაც რომ დაუპირა?ან იმავე „პირველი არხის” რედაქტორს ირინა დეკანოიძეს რომ აბულინგებენ, რატომ დუმხართ?„პირველი არხის” ჟურნალისტების ტელეფონის ნომრებს რომ ხელიხელ ატარებენ და აქვეყნებენ, სადაა თქვენი დემოკრატიული კნავილი?