ზელენსკიმ განაცხადა, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა უნდა გააკეთოს რუსეთმა, რათა მშვიდობის მისაღწევად მოლაპარაკებების დაწყება შესაძლებელი გახდეს.

კერძოდ, პრეზიდენტს ჰკითხეს, თუ რა დათმობებზე უნდა წავიდეს რუსეთი სამშვიდობო მოლაპარაკებების დასაწყებად.

„რა უნდა გააკეთოს რუსეთმა? მართალი გითხრათ, სასურველია სამი ასო“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იუწყება, პრეზიდენტის ამ სიტყვებმა დარბაზში სიცილი გამოიწვია.

„სასურველია, რომ მან უბრალოდ გაიგოს, რომ ის აკეთებს რაღაცას, რაც გვკლავს, ჩვენ კი ვიცავთ თავს და ვებრძვით მტერს. ჯერჯერობით ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. რა თქმა უნდა, ჩვენ ნამდვილად გვსურს, ვიყოთ უფრო ძლიერები, რომ ეს ომი 2025 წელს დასრულდეს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მან ბოდიში მოიხადა არადიპლომატიური ენის გამო.

ასევე იხილეთ