რუსთაველის გამზირზე პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა

რუსთაველის გამზირზე საპოლიციო ღონისძიებების დროს, სამართალდამცველების მიერ გაზის კაფსულის გამოყენების შემდეგ, საქართველოს პირველი არხის გადამღები ჯგუფი დაშავდა.

ჟურნალისტ თეო ხუბულავას, ოპერატორებს ლევან ქართველიშვილსა და ბადრი გამრეკელაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე სასწრაფოს მედიკოსებმა აღმოუჩინეს.

ამ დროისთვის პირველი არხის გადამღები ჯგუფი თავს კარგად გრძნობს და აქციიდან მუშაობას აგრძელებს.

ასევე იხილეთ