გიორგი აბაშიშვილი: ახლა რეზერვების ხარჯვას ადგილი არ აქვს და ამის საჭიროება არც არის, ვინაიდან ეს არის წმინდა აჟიოტაჟური ქცევა და ბაზარზე ვალუტა თავისუფლად ივაჭრება
„ჩემი ინფორმაციით, ახლა რეზერვების ხარჯვას ადგილი არ აქვს და ამის საჭიროება არც არის, ვინაიდან ეს არის წმინდა აჟიოტაჟური ქცევა და ბაზარზე ვალუტა თავისუფლად ივაჭრება”, – განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ ექსპერტმა, გიორგი აბაშიშვილმა.
მისივე თქმით, ეროვნული ბანკი რეზერვების შევსებასთან ან გაყიდვასთან დაკავშირებით „სწორად იქცევა“.
„სწორად იქცევა ეროვნული ბანკი ახლაც, როცა ჩათვალა საჭიროდ, რეზერვები გაყიდა. ახლა იყო პერიოდი, რომ ეროვნული ბანკი ახდენდა რეზერვების შესყიდვას. ანუ, ის, რაც გაყიდა რეზერვები სწორედ ნოემბრის პერიოდში, სარეკორდოდ მაღალი მაჩვენებელი – ათეული მილიონის რეზერვი, ეროვნულმა ბანკმა უკან შეძენა დაიწყო. რეზერვების დაგროვების სრული პროცესი იყო. რომ არ მომხდარიყო ეს ფაქტი, რომელიც ახლა გვაქვს.
ჩემი ინფორმაციით, ახლა რეზერვების ხარჯვას ადგილი არ აქვს და ამის საჭიროება არც არის, ვინაიდან ეს არის წმინდა აჟიოტაჟური ქცევა და ბაზარზე ვალუტა თავისუფლად ივაჭრება. განსხვავებით წინასაარჩევნო პერიოდისგან, როდესაც ამ შემთხვევაში, ეროვნული ბანკი აწვდიდა ბაზარს უცხოურ ვალუტას, ვინაიდან მაგ პერიოდში პანიკურად ხდებოდა შესყიდვა. ახლა ასეთი პანიკური ტიპის შესყიდვა არ არის და უცხოური ვალუტა გამქრალი არ არის, ვინაიდან შემომავალი ნაკადები ძალიან მაღალია.
მინდა მივმართო მოქალაქეებს, არ ავყვეთ პანიკას. ვითარება დამშვიდდება. როგორც კი პოლიტიკური ვითარება დამშვიდდება ლარის კურსის დასტაბილურდება. როგორც წესი, დეკემბერში დოლარში შემომავალი ნაკადები არის მაღალი და ეს ნაკადები უზრუნველყოფს ლარის სტაბილურობის მაჩვენებელს“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.