top_leaderboard

თბილისის „დინამო“ პორტუგალიურ შეკრებაზე „დალასთან“ დამარცხდა

„დინამო თბილისი“ პორტუგალიური შეკრების პირველ ამხანაგურ შეხვედრაში MLS-ის წარმომადგენელ „დალასს“ დაუპირისპირდა და 0:2 დამარცხდა.

გუნდის პრესსამსახურის ცნობით, თბილისელთა ძირითად შემადგენლობაში რამდენიმე ახალწვეულმა ითამაშა. კარში სტეფან სიკაჩი იდგა, დაცვის ცენტრში ლეო ასუნსეუ დადგა, მოედნის ცენტრში ჯაბა კანკავას ნოდარ ლომინაძე შეუწყვილდა, ხოლო ფლანგებზე თორნიკე მორჩილაძე და სინჯებზე მყოფი 18 წლის უკრაინელი კირილ პაშკო თამაშობდნენ. მეორე ტაიმში „დინამოს“ რიგებში კიდევ ერთი სინჯებზე მყოფი უკრაინელი, ასევე 18 წლის ვლადისლავ კალინი (ფლანგის შემტევი) გამოჩნდა.

„დინამო“ 0:2 „დალასი“

„დინამო“ (პირველი ტაიმი): სიკაჩი, გვასალია, ასუნსეუ, უგრეხელიძე, ხარებაშვილი, კანკავა, ლომინაძე, პაშკო, მორჩილაძე, სალია, ვაწაძე.

„დინამო“ (მეორე ტაიმი): მაქაცარია, წულაია, ბერელიძე, სადღობელაშვილი, აფციაური, გობეშია, კალინი, იაკობიძე, ოვუსუ, ჩიქოვანი, გოცირიძე, არტური.

„დალასი“: პაესი, ფარფანი, აბუბაქარი, იბეაფა, ნიუმანი, ნცაბელენგი, დელგადო, ლეტგეტი, ფონსეკა, ხულიო, მუსა.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 31 იანვარს, ლისაბონის „სპორტინგის“ მეორე შემადგენლობის წინააღმდეგ გამართავს.

ასევე იხილეთ