„ალ-აჰლიმ“ ვინისიუსს 1 მილიარდი ევრო შესთავაზა
არ ცხრება საუდის არაბეთის კლუბების ინტერესი „რეალის“ ლიდერის ვინისიუსის მიმართ. ბოლო დროს ბრაზილიელ ფეხბურთელს უკავშირებდნენ „ალ-ჰილალს“, ახლა კი წინა პლანზე „ალ-აჰლი“ გამოვიდა.
ესპანური გამოცემა El Gol Digital-ი იტყობინება, რომ ფეხბურთელს სთავაზობენ სარეკორდო კონტრაქტს – 1 მილიარდ ევროს 5-წლიანი ხელშეკრულების სანაცვლოდ. შესაბამისად, ვინისიუსის წლიური ხელფასი 200 მილიონს გაუტოლდება და ეს გარიგება, შეიძლება, სარეკორდი გახდეს სპორტის ისტორიაში.
უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ საუდის არაბეთის შეიხები „რეალს“ 350 მილიონ ევროს შესთავაზებენ ვინისიუსის სანაცვლოდ, რითიც ბრაზილიელი ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშე გახდება.
ამ სეზონში ვინისიუსმა „რეალის“ რიგებში 26 მატჩი ჩაატარა, 16 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.