top_leaderboard

ტედი რინერმა ლოს ანჯელესის თამაშებზე გამოსვლა დააანონსა

ლეგენდარულმა ფრანგმა ძიუდოისტმა, ხუთგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ტედი რინერმა გამოაცხადა, რომ 2028 წელს მონაწილეობას მიიღებს ლოს ანჯელესის ოლიმპიადაში და ეს იქნება მის კარიერაში ბოლო თამაშები.

„2028 წლის ოლიმპიადა კვლავაც აქტუალურია. ცოტა ხნის წინ ოპერაცია გამიკეთეს, რათა სასწრაფოდ დავუბრუნდე სამუშაოს საუკეთესო კონდიციებში. პირველ რიგში, მე ისევ ვოცნებობ ოლიმპიადაზე. ლოს ანჯელესში ნამდვილი სიგიჟე იქნება. შემიძლია ვთქვა, რომ ეს იქნება ჩემი ბოლო ოთხი წელი. ამას დანამდვილებით ვამბობ“, – მოჰყავს 35 წლის რინერის სიტყვები ფრანგულ ინტერნეტგამოცემა RMC Sport-ს.

ასევე იხილეთ