top_leaderboard

NBC News: ევროპა რუსეთის შიშით ყველაზე ექსტრემალური სამხედრო სცენარისთვის ემზადება

ევროპა ყველაზე ექსტრემალური სამხედრო სცენარისთვის ემზადება, რადგან ზოგიერთი სახელმწიფო შიშობს, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საკუთარ არმიას მათ წინააღმდეგ მიმართავს. ინფორმაციას NBC News-ი ავრცელებს.

ამერიკული ტელეარხის ინფორმაციით, ლიეტუვა რუსეთთან დამაკავშირებელი ხიდების დანაღმვას გეგმავს, ბალტიის ზღვის სიახლოვეს ნატოს გემები რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტზე ნადირობენ.

NBC News-ის ინფორმაციით, ევროპის ქვეყნების თავზე კი ისრაელის რკინის გუმბათის მსგავსი სარაკეტო თავდაცვის სისტემის მშენებლობა იგეგმება, რომლის მიზანიც უშუალოდ მოსკოვის მიერ ნასროლი რაკეტების ჩამოგდება იქნება.

ასევე იხილეთ