top_leaderboard

ბელარუსის საარჩევნო კომისიამ ლუკაშენკო საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა

საარჩევნო კომისიამ ალექსანდრე ლუკაშენკო ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად გამოაცხადა. წინასწარი  შედეგებით, ლუკაშენკომ ხმების 86.8% მიიღო.

ევროპელი ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნები არც თავისუფალი და არც სამართლიანი არ იყო.

„ბელარუსელ ხალხს არჩევანი არ ჰქონდა. ეს მწარე დღეა ყველასთვის, ვისაც თავისუფლება და დემოკრატია სწყურია“, – წერს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი X-ზე.

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა აღნიშნა, რომ ბლოკი განაგრძობს „შემზღუდავი ზომების გამოყენებას რეჟიმის წინააღმდეგ“ , ამავდროულად განაგრძობს სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერას.

ამასთან, ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ციხანოვსკაია დასავლეთს მოუწოდებს, გააფართოოს სანქციები იმ ბელარუსული კომპანიებისა და პირების წინააღმდეგ, რომლებიც „ლუკაშენკოს ოპონენტების რეპრესიებში“ მონაწილეობენ.

ვიდრე ბელარუსი ლუკაშენკოსა და პუტინის კონტროლის ქვეშ იქნება, მთელი რეგიონის მშვიდობასა და უსაფრთხოებას მუდმივი საფრთხე ექნება“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

ასევე იხილეთ