top_leaderboard

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ უკრაინაში ყველა პროექტის გაჩერების განკარგულება მიიღო

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), უკრაინაში ყველა პროექტის გაჩერების განკარგულება მიიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია კიევში სააგენტოს თანამშრომლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა აუდიტის ჩატარების მიზნით, უცხოური დახმარების პროგრამები 90 დღით შეაჩერა.

გავრცელებული ინფორმაციით თანახმად, USIAD-ის დაფინანსებაზე დამოკიდებულმა ორგანიზაციებმა უკვე მიიღეს წერილები სადაც საქმიანობის შეჩერების შესახებაა საუბარი.

ასევე იხილეთ