top_leaderboard

ირაკლი კირცხალია სტრასბურგში მომხდარ ინციდენტზე: ეს არის ის ბულინგის ენა, რომელიც გრძელდება ამ უსამშობლოების, მათი დაქირავებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან

x

„ეს არის ისევ და ისევ იმ ბულინგის ენა, რომელიც გრძელდება ამ უსამშობლოების, მათი დამქაშების, მათი დაქირავებული და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მხრიდან“, – ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი კირცხალია სტრასბურგში მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც ოპოზიციონერი აქტივისტები თეა წულუკიანს დახვდნენ და შეურაცმხყოფელი სიტყვებით მიმართეს.

მე მინდა სახელით და გვარებით გადაამოწმოთ, ისინი პირდაპირ არიან აფილირებულები კოლექტიურ „ნაცმოძრაობასთან“. ერთ-ერთი, თუ არ ვცდები, ჩერგოლეიშვილის დროიდან იქ მუშაობს და დამკვირვებელიც იყო, თუ არ ვცდები, ეს ქალბატონი, რომელიც ასე უხეშად, უზრდელურად გამოხატავს ვითომ აღშფოთებული მოქალაქის აზრს. ქალბატონმა წულუკიანმა ძალიან კარგად მიუგო, რომ არითმეტიკაში გაერკვიოს და შემდეგ ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით“, – აცხადებს კირცხალია.

ასევე იხილეთ