top_leaderboard

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ომი მწვავდება

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულ მოძრაობას, M23-ს შორის საბრძოლო მოქმედებები მწვავდება. ამის შესახებ Nexta Live იუწყება.

ამბოხებულებმა, რომლებსაც რუანდა უჭერს მხარს, ქალაქი გომა დაიკავეს, რომლის მოსახლეობა 800 000 ადამიანია. კონგოს სამთავრობო ძალების უდიდესმა ნაწილმა იარაღი დაყარა და ამბოხებულებს ტყვედ ჩაბარდა.

ბრძოლების დროს გაეროს 13 მშვიდობისმყოფელი დაიღუპა. სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის დაღუპულების შესახებ ინფორმაცია უცნობია.

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავრობო ძალები რუანდას ომით ემუქრებიან, თუ ის ამბოხებულების მხარდაჭერას არ შეწყვეტს.

ასევე იხილეთ